Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა. დეტალები უცნობია


ორშაბათს თვითმფრინავი ჩამოვარდა ცენტრალური ავღანეთის ღაზნის პროვინციაში. ამის თაობაზე ინფორმაცია პროვინციის გუბერნატორსა და სხვა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა.

თავდაპირველად, პროვინციის გუბერნატორმა ვაჰიდულა ქალიმზაიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ავღანეთის ნაციონალურ ავიაკომპანია „არიანა ეარლაინსს“ ეკუთვნოდა, 83 ადამიანი იმყოფებოდა.

მაგრამ „არიანას“ ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი არ ეკუთვნოდა მათ კომპანიას, რომლის ორმა თვითმფრინავმა მშვიდობიანად განახორციელა რეისები ჰერათი-ქაბული და ჰეართი-დელის მიმართულებით.

სხვა წყაროების თანახმად, ავიაკატასტროფა სავარაუდოდ განიცადა ან სატვირთო, ან სამხედრო თვითმფრინავმა.

მიმდინარეობს ცნობების გადამოწმება. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მსხვერპლის შესახებ.

ღაზნის პროვინციის გუბერნატორ ვაჰიდულა ქალიმზაის თქმით, თვითმფრინავი ჩავარდა თალიბების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG