Accessibility links

logo-print logo-print

ინგუშეთის ლიდერმა დაითხოვა მთავრობა, მიზეზები უცნობია


რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის, ინგუშეთის ლიდერმა დაითხოვა რეგიონული მთავრობა, ოთხ თვეში მისი ფორმირების შემდეგ.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავითხოვო ინგუშეთის მთავრობა", - დაწერა ინსტაგრამზე მახმუდ-ალი კალიმატოვმა 27 იანვარს, ისე, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ აუხსნია.

კალიმატოვი 8 სექტემბერს ჩაუდგა სათავეში მღელვარე რეგიონს, მას შემდეგ, რაც ის დეპუტატებმა აირჩიეს. შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კონსტანტინ სურიკოვის ხელმძღვანელობით. გასულ კვირაში, 22 იანვარს, კალიმატოვმა პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნა ვლადიმირ სლასტონინი და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად - ლიანა პლიევა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG