Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიის ფარგლებში ჩატარდა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი.

სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კანდიდატატსაც უყარეს კენჭი. წარმოდგენილი იყო ერთადერთი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურა. ჰენდრიკ დამსი ბელგიის პარლამენტის დეპუტატია. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG