Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩის“ ოფისში ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი საჯარო შეხვედრა მიმდინარეობს


ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის პირველი საჯარო შეხვედრა - ამ სახელწოდებით პარტია „გირჩის“ ოფისში შეხვედრა დისკუსია მიმდინარეობს.

შეხვედრას პირდაპირ ეთერში „გირჩის“ „ფეისბუკ“-გვერდი გადასცემს.

დისკუსიაში მონაწილეობენ „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები, „ახალი საქართველოს", აგრეთვე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ანზორ ბურჯანაძე და სხვ.

შეხვედრაზე არ იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. როგორც რადიო თავისუფლებას „გირჩის“ პრესსამსახურში უთხრეს, დაპატიჟებული იყო ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე, თუმცა მან დასწრება ვერ მოახერხა პირადი მიზეზით.

დისკუსიას არც „ლეიბორისტული პარტია“ ესწრება. „არ ვიცოდი, არ მაქვს ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლეიბორისტების“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

„გირჩი“-ს ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 22 იანვარს თქვა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ შეხვედრებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გამომხატველი იქნება ამ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ვაშაძის განცხადება, რომელიც მან 21 იანვარს გააკეთა „მთავარი არხის" ეთერით.

„ყველას დიდი მადლობა, მაგრამ პროპორციული არჩევნების დადება კონკრეტულად ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებააო, არაფერი შეგეშალოთო", - აღნიშნავდა ჯაფარიძე.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჩავარდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავდა მიზნად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG