Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი


ერთი პირი არის დაკავებულ სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით, - უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის დაწყებული (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

შემთხვევა თბილისში, ლუიბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოხდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ თავს დაესხნენ „სპარის“ კიდევ ერთ თანამშრომელს. მიყენებული ზიანის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი 22 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG