Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემა პარალიზებული იყო


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 27 იანვარს, საღამოს დაზიანდა ჯავის რაიონში მდებარე ელექტროგადამცემი ხაზი. ავარიის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთელ რეგიონს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, მოსახლეობას ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას ორ-სამ საათში პირდებოდნენ, თუმცა, სამუშაოები შუაღამის შემდეგ დასრულდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG