Accessibility links

logo-print logo-print

სირიის სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს პროვინცია იდლიბის სიდიდით მეორე ქალაქი


მოსახლეობსი ევაკუაცია მაარატ ალ-ნუმანიდან

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის ავიაციის დახმარებით სამშაბათს დაიკავეს პროვინცია იდლიბის სიდიდით მეორე ქალაქი, მაარატ ალ-ნუმანი.

ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობები ეყრდნობა დამოუკიდებელ წყაროებს და სირიის სახელმწიფო მედიას, რომელიც იტყობინება, რომ ქალაქის გარდა სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს ასევე რამდენიმე სოფელი.

მაარატ ალ-ნუმანი, იდლიბის პროვინციის სიდიდით მეორე ქალაი, სირიელ მეამბოხეთა მიერ კონტროლის ქვეშ არსებული ბოლო ტერიტორია იყო მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაწილში.

ბოლო დღეებში სირიის სამთავრობო ჯარებმა განაახლეს მასშტაბური იერიში იდლიბზე და დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები პროვინციის სამხრეთში.

რუსეთის ავიაცია ახორციელებს დაბომბვას, რასაც ოპოზიციისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ათობით სამოქალაქო პირი შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG