Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპმა წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 იანვარს წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა, რომელიც ემყარება „ორი სახელმწიფოს“ ცნობილ პრინციპს და დაპირისპირების შეწყვეტის სანაცვლოდ ითვალისწინებს ასევე პალესტინის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, 50 მილიარდი დოლარის მოცულობის, ფინანსურ დახმარებას.

გეგმის თანახმად თითქმის ორჯერ იზრდება პალესტინის გეოგრაფია, თუმცა პალესტინამ უარი უნდა თქვას ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იერუსალიმზე, რომელსაც დონალდ ტრამპმა უწოდა „ისრაელის განუყოფელი დედაქალაქი“.

დონალდ ტრამპის გვერდით სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციაზე თეთრ სახლში იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევევ აშშ-ის და ისრაელის მთავრობის წევრები.

დონალდ ტრამპის თანახმად 80-გევრდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სამშვიდობო გეგმის რეალიზების ყველა დეტალი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პალესტინა დიდი ხნის განმავლობაში იყო რეგიონში „პაიკის“ როლში სხვების ხელში, რასაც წერილი უნდა დაესვას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას და ხაზგასმით განაცხადა, რომ ისრაელი შეინარჩუნებს კონტროლს მდინარე იორდანეს სადავო, დასავლეთ ნაპირზე, იუდეასა და სამარიაში, სადაც 1967 წელს აღმოცენდა ისრაელის დასახლება.

პალესტინელებმა დაგმეს დონალდ ტრამპის გეგმა, რომლის გამოქვეყნებაც მოხდა პალესტინის ლიდერთა მონაწილეობის გარეშე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით.

ბევრი პალესტინელი არ მიიჩნევს აშშ-ებს კონფლიქტის მიუკერძოებელ მხარედ მას შედეგ, რაც დონალდ ტრამპმა გადადგა ისრაელის მხარდამჭერი რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის არის აშშ-ის საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში, რასაც არაბები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG