Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მუმლაძე პროტესტზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, სახელმწიფოს პოლიტიკასა და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე


გიორგი მუმლაძე კონსტიტუციონალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორია. სამოქალაქო აქტივიზმი ბევრ სხვა საქმესთან ერთად მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. არაერთი პრობლემა შეექმნა მასაც და მის გამო, მისი ოჯახის წევრსაც კი. თვლის, რომ ყველა მოქალაქემ ბოლომდე უნდა იბრძოლოს საკუთარი სიმართლის დასაცავად. ის პრაქტიკა, რომელსაც ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილეების წინააღმდეგ მიმართავს, დაუცველს ხდის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას: „საბჭოთა კანონით ხდება კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევა“. რადიო თავისუფლების ეთერში გიორგი მუმლაძე ამბობს: „ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმასთვის, რომ შევქმნათ ძალაუფლების გადანაწილების სამართლიანი სისტემა. ვისაც რა ეკუთვნის, ის უნდა მიიღოს, რომ მერე ვიცოდეთ - ვის რა მოვთხოვოთ და არა ისე, რომ უმცირესობამ გვმართოს უმრავლესობა. პროპორციული არჩევნები უნდა იყოს საქართველოში. სამართლიანი სისტემა მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნება და ეს ბრძოლა არ არის ერთი დღისთვის, ეს არის სახელმწიფოსთვის. დემოკრატიის გარეშე აქ ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც ადამიანები დასაქმდებიან, ვერც გაძლიერდებიან, ვერც ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ჩვენ მართლები ვართ. მე პირადად, როგორც მოქალაქე, მართალი ვარ. მე მინდა უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება, ამიტომ ვიბრძოლებ ამისთვის ბოლომდე“. გიორგი მუმლაძე თვლის, რომ სახელმწიფო ცდილობს 20 ივნისის შემდეგ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები დასაჯოს: „ქუჩაში რატომ ვდგავარ? დისკომფორტია... მაგრამ, არსებობს უმთავრესი - სახელმწიფო გვინდა, თუ არ გვინდა? როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ? რომ ვხედავ ამ მოცემულობებს, შეუძლებელია გავჩერდე და შეუძლებელია, რომ ამ გარემოს გაჯანსაღებისთვის რამე არ გავაკეთო“. „დილის საუბრების“ სტუმარი სრულ სოლიდარობას უცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილს: „ჩვენ როგორ მივედით აქამდე? ვიღაცებს შერჩათ კონკრეტული დანაშაულები. წარსულიდან მოყოლებული ასე ხდებოდა, რომ ბოლომდე არ მივიყვანეთ გამოძიებები, არ დავსაჯეთ სათანადოდ ადამიანები. რატომ ვტრიალებთ წრეზე? იმიტომ, რომ არ მოვიქეცით სწორად კონკრეტულ მომენტებში, არ გამოვიჩინეთ სიმტკიცე, არ გამოვიჩინეთ ღირებულებების ერთგულება... ჩვენ თუ კონკრეტულ ქმედებებს, კონკრეტულ დანაშაულებს ბოლომდე არ გამოვიძიებთ, ჩვენ ვიტრიალებთ წრეზე და ყოველთვის გვექნება პრობლემები სამართლებრივი სახელმწიფოს კუთხით.  ...მაჩალიკაშვილების ოჯახთან დაკავშირებით, მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თავს ვგრძნობ ნამდვილად დამნაშავედ, რომ ამ ქვეყანაში მათ ჯერჯერობით ვერ იპოვნეს სამართალი, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და არ მოხდება მსგავსი ფაქტები და თუ მოხდება, ის უნდა გამოვიძიოთ, რადგან სხვა შემთხვევაში აქ ცხოვრება ემსგავსება აბსურდს. გამოდის, რაღაც კატეგორიის ადამიანების მიმართ მუშაობს სამართალი, მუშაობს პრივილეგია, მუშაობს უფლება. ეს არის ცალსახად შერჩევითი მოცემულობა, რაც პრაქტიკულად ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები უფრო ნაკლებად ცდილობენ დარჩნენ“. ქვეყანაში არსებული ვითარების საზომად იყენებს მიგრაციას: „ჩემს გარშემო იმდენი ადამიანი ფიქრობს, ცდილობს ყველანაირად, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტესტი, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში“. განსაკუთრებით სტკივა გული, როცა ხედავს, რომ მისი ახლანდელი და ყოფილი სტუდენტები ცდილობენ ქვეყნიდან წასვლას. კვლავ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, მის მოქმედ პირებსა და სახელმწიფოზე:  “მაჩალიკაშვილის ქეისი არის ცალსახად სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირება. ...იმ ადამიანის [ჩატაევის] საქართველოში ყოფნა ყველა შემთხვევაში დაკავშირებული უნდა ყოფილიყო თანამდებობის პირების რაღაც რგოლთან. უჩინრად ამ ყველაფრის გაკეთება თუ მოხდა, მაშინ ქუდი დაიფაროს ყველა სამართალდამცავმა და თქვას, რომ არაფერი შეუძლია. ამხელა საფრთხეს თუ ვერ უმკლავდები, რაც არის ძალიან ხელშესახები - ცხადია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტი შემოვიდა ქვეყანაში. ვის აბრალებენ? თუ აქამდე დარწმუნებული იყვნენ თავის სიმართლეში, ამდენი ხანი რატომ დასჭირდათ თუნდაც საქმის შეწყვეტისთვის, რატომ არ ამცნეს საზოგადოებას ჭეშმარიტება? თუ დარწმუნებული არიან სიმართლეში, რატომ ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში?  ...კომისიის შექმნას ხომ არაფერი უდგას წინ? იმიტომ, რომ იციან კომისიაზე რაც მოხდება. მათ გამოცდილება აქვთ „ხორავას ქუჩის საქმესთან“ დაკავშირებით, ს

XS
SM
MD
LG