Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის გეგმას, დაამყაროს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში


განსხვავებული რეაქცია მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "საუკუნის შეთანხმებას" ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. ევროპის ქვეყნების რეაქცია ნეიტრალური იყო, მნიშვნელოვანი მუსლიმური ქვეყნებისა კი - კრიტიკული.

გეგმა ითვალისწინებს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ფორმირებას, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, რისი პირობაცაა რამდენიმე ისეთი ზომის მიღება, რომლებსაც ბევრი რთულად მიიჩნევს.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ტრამპის წინადადებას დაცინვით "საუკუნის სილის გაწვნა" უწოდა. დასავლეთ სანაპიროზე ავტონომიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, აბასმა თქვა, "ჩვენი ხალხი [ამ წინადადებას] ისტორიის სანაგვეზე მიიტანსო".

ბრიუსელში ევროკავშირის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა, ჯოზეპ ბორელმა თქვა, ბლოკი "შეისწავლის და შეაფასებს" ტრამპის წინადადებას, იმ პრიზმით, რომ "ორი სახელმწიფოსგან შემდგარი სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების ლეგიტიმურ მისწრაფებებს".

მოსკოვიც აცხადებს, რომ შეთანხმებას ესაჭიროება "დეტალური ანალიზი... როცა საქმე ეხება რეაქციებს ორი მხარისგან [პალესტინის ავტონომიისგან და ისრაელისგან] ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში", - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG