Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატში საიმპიჩმენტო პროცესზე სენატორები კითხვებს დასვამენ


29 იანვარი აშშ-ის სენატში იქნება მეცხრე დღე პროცესისა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჩამოაშორებენ თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თანამდებობას.

ორი დღის განმავლობაში სენატორებს საერთო ანგარიშით 16 საათი ექნებათ საიმისოდ, რომ კითხვები წერილობით წარუდგინონ სასამართლო პროცესის შვიდ ხელმძღვანელს წარმომადგენელთა პალატიდან, ისევე, როგორც ტრამპის დაცვის გუნდს. სენატორები თავად არ დასვამენ შეკითხვებს, მათ წასაკითხად წარუდგენენ სასამართლოს ხელმძღვანელს, მოსამართლე ჯონ რობერტსს.

შეკითხვების ნაწილის დასრულების შემდეგ, სენატორები გამართავენ კენჭისყრას იმაზე, გამოიძახონ თუ არა პროცესზე მოწმეები ჩვენების მისაცემად. 28 იანვარს საღამოს სენატის უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიჩ მაკკონელი მიანიშნებდა, ჯერჯერობით არ გროვდება საკმარისი ხმა საიმისოდ, რომ დემოკრატებს არ მიეცეს მოწმეების გამოძახების საშუალებაო, - იუწყებოდა აშშ-ის მედია.

დემოკრატებს სურთ პირადად მოისმინონ ჩვენება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლისგან, ჯონ ბოლტონისგან და შესაძლოა სხვა პირებისგან, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ უკრაინასთან ტრამპის კავშირებთან, რაც იმპიჩმენტის საქმეში უმთავრესი საკითხია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG