Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერთა თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში დემოკრატიისადმი უნდობლობამ მაქსიმუმს მიაღწია


განვითარებულ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტებით უკმაყოფილებამ მაქსიმუმს მიაღწია მონიტორინგის მთელი ისტორიის განმავლობაში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კემბრიჯის უნივერსიტეტის სოციოლოგები.

როგორც BBC იტყობინება, მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოთხ მილიონ ადამიანს ჩაუტარეს გამოკითხვა. გამოკითხულთა 58%-მა განაცხადა, რომ დემოკრატიას არ ენდობა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1995 წლის შემდეგ. მაშინ დემოკრატიით უკმაყოფილება 48%-ს შეადგენდა.

ნდობის კლების სავარაუდო მიზეზებს შორის სოციოლოგები ასახელებენ 2008 წლის „ეკონომიკურ შოკს“, ევროპაში ლტოლვილთა მოზღვავებას და „საგარეო პოლიტიკის ჩავარდნას“.

სოციოლოგების თანახმად, ამ ფონზე პოპულიზმის ზრდა დემოკრატიის მიმართ უნდობლობის ნიშანი უფროა, ვიდრე მისი მიზეზი. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებით უკმაყოფილება ყველაზე მეტად შეინიშნება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG