Accessibility links

logo-print logo-print

ერდოანმა რუსეთი გააკრიტიკა სირიის პროვინცია იდლიბში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ თურქეთს მოთმინების ფიალა ევსება სირიის პროვინცია იდლიბში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო. მან რუსეთს ბრალი დასდო, რომ ის „პატივს არ სცემს“ შეთანხმებას, რომლის მიზანია ძალადობის შეწყვეტა პროვინციაში, რომელიც ოპოზიციის უკანასკნელ დასაყრდენს წარმოადგენს.

29 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ერდოანმა თქვა, რომ ანკარა „გააკეთებს ყველაფერს, რას საჭიროა“, თუკი სირიის ჩრდილო-დასავლეთში არ შეწყდება დაბომბვა.

თურქეთი და რუსეთი, რომელიც სირიის სამთავრობო ჯარებს ეხმარება, შეთანხმდნენ იდლიბში ბრძოლების დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე ასტანისა და სოჭის 2017 და 2018 წლების შეთანხმებების მიხედვით.

მაგრამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთის დახმარებით მოქმედმა სირიის სამთავრობო ჯარებმა გააგრძელეს იდლიბში იერიში. ასიათასობით სამოქალაქო პირი გაიქცა რეგიონიდან და თურქეთის საზღვარს მიაწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG