Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მოიწონა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება


ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მოიწონა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 621-მა დეპუტატმა, 49 წინააღმდეგი იყო და 13-მა თავი შეიკავა. შეთანხმება საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. სავარაუდოდ ეს 30 იანვარს მოხდება.

29 იანვარს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე კენჭისყრის შემდეგ დეპუტატები ადგნენ და ხელჩაკიდებულებმა შეასრულეს ტრადიციული შოტლანდიური სიმღერა Auld Lang Syne. მას ტრადიციულად ასრულებენ შეკრებებსა და შეხვედრებზე, როცა განშორების დრო დგება. რამდენიმე პარლამენტარმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა 31 იანვრისთვის არის დაგეგმილი, ცენტრალური ევროპის დროით ღამის თორმეტ საათზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG