Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CRRC: ვინ არ სურთ მეზობლად საქართველოში


არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო“ (CRRC – საქართველო), საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების ახალი კვლევა წარმოადგინა.

კვლევის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, საკუთარ თავს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ახლოს უკრაინელებთან და რუსებთან, ყველაზე შორს კი - არაბებთან, ირანელებთან და იეჰოვას მოწმეებთან აყენებს.

მაგალითად, კითხვაზე, მოუწონებდით თუ არა საკუთარი ეროვნების წარმომადგენელ ქალს სხვა ჯგუფის წარმომადგენელთან დაქორწინებას.

პასუხები ასე გადანაწილდა: 51% - მოწონებდა უკრაინელზე ქორწინებას. 47%- რუსზე, 45% - იტალიელსა და აფხაზზე, 42% - ამერიკელსა და 41% - ოსზე.

რაც შეეხება სხვა ეროვნების ხალხთან საქმიან ურთიერთობას, ამ შემთხვევაში მოსახლეობა გაცილებით კეთილგანწყობილია.

უკრაინელებთან საქმიან ურთიერთობას 96%-იმოუწონებდა. 85 % იტალიელებთან.

კითხვაზე, ყველაზე მეტად ვის არ ისურვებდით თქვენს მეზობლად, არასასურველთა პირველი სამი ადგილი კრიმინალებმა (27%), ნარკომანებმა (25%) და ჰომოსექსუალებმა (24%) დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG