Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს


თბილისში არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.

ბრალდებულები არიან დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსისი მძღოლი.

არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG