Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშენელი": აზიის ქვეყნებში მზარდ რეპრესიებს წინ ახალგაზრდები აღუდგნენ


საპრტესტო გამოსვლა პაკისტანში, 2020 წლის 28 იანვარი. დემონსტრანტები ცნობილი უფლებადამცავის, მანზურ ფაშთინის განთავისუფლებას მოითხოვენ.
საპრტესტო გამოსვლა პაკისტანში, 2020 წლის 28 იანვარი. დემონსტრანტები ცნობილი უფლებადამცავის, მანზურ ფაშთინის განთავისუფლებას მოითხოვენ.

ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაცია, "ამნესტი ინტერნეშენელი" აცხადებს, რომ აზიის ქვეყნების მთავრობები ცდილობენ ამოძირკვონ „ფუნდამენტური უფლებები“, რასაც მოჰყვა „მზარდი რეპრესიების“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ახალგაზრდები მართავენ. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების შესახებ წლიურ ანგარიშში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩინეთის, ინდოეთის და პაკისტანის, ასევე სხვა ქვენების მთავრობები სამხრეთ და სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიაში, სულ უფრო აქტიურად ცდილობენ დაადუმონ სხვაგვარად მოაზროვნეები და მედიასაშუალებები. ისინი სულ უფრო ამცირებენ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების სივრცეს, ქმნიან კანონებს, რომლებიც ინტერნეტის გზით კრიტიკულ გამოსვლების ავტორების დასჯას ითვალისწინებს. „2019 წელი აზიაში რეპრესიების, მაგრამ ამავე დროს წინააღმდეგობის წელი იყო“, წერს თავის განცხადებაში "ამნესტის" აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის განყოფილების რეგიონული დირექტორი, ნიკოლას ბეკელინი. ის გამოყოფს ჰონგ-კონგის მასობრივ გამოსვლებს ჩინეთის ჩარევის წინააღმდეგ და ინდოეთის „ანტი-მუსლიმური პოლიტიკის“ საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციებს. პაკისტანის შესახებ ნათქვამია ამნესტის ანგარიშში, რომ ამ ქვეყანაში გრძელდება იძულებით გაუჩინარება, წამება, ძალადობა ქალების მიმართ, მედიის ცენზურა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შევიწროვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG