Accessibility links

ისრაელის პრემიერი მოსკოვში პუტინთან ერთად განიხილავს ტრამპისეულ გეგმას ახლო აღმოსავლეთის შესახებ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვდება, რათა განიხილონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ახლახან გამოქვეყნებული გეგმა ახლო აღმოსავლეთის შესახებ. შეხვედრამდე, 30 იანვარს, ნეტანიჰუმ განაცხადა, რომ მას სურს პუტინთან ერთად განიხილოს გზები, როგორ გაერთიანდნენ ძალები, რათა რეგიონში „მშვიდობა და სიწყნარე“ დამყარდეს.

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის მმართველს გადაწყვეტილებისთვის, შეეწყალებინა ისრაელის მოქალაქე, რომელიც რუსეთში საპატიმროში იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.


ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რომელიც გამოქვეყნდა ამ კვირაში, ფართოდ მიესალმა ნეტანიაჰუ, მაგრამ მას თავშეკავებული მიესალმნენ გაერო და ევროკავშირი. გეგმას სიბრაზით შეხვდნენ პალესტინელები და სხვები.

გეგმის მიხედვით, ისრაელი გააკონტროლებს ებრაულ დასახლებებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და სტრატეგიულ იორდანეს ველზე. ამასთან, იერუსალიმი გამოცხადდება ისრაელის განუყოფელ „დედაქალაქად“.

დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილი შეიძლება იყოს, პალესტინელთა მხრიდან არაერთი პირობის შესრულების შედეგად.
პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დაუყოვნებლივ უარყო გეგმა, როგორც პრო-ისრაელური და განაცხადა, რომ ის ამჯობინებს მოლაპარაკებას ნეიტრალურ შუამავლებთან ერთად. პალესტინელთა თანახმად, მას მერე, რაც პრეზიდეტმა ტრამპმა არაერთი პრო-ისრაელური გადაწყვეტილება მიიღო, ვაშინგტონი არ არის მიუკერძოებელი მოთამაშე ამ ხანგძლივი კონფლიქტში.


რუსეთი ცდილობს უფრო დიდი როლი ითამაშოს რეგიონში როგორც შუამავალმა ისრაელებსა და პალესტინელებს შორის. პუტინი გასულ კვირაში იერუსალიმში შეხვდა ნეტანიაჰუს და აბასს - ბეთლემში.

კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიმართოს ყველა მის ხელთ არსებულ ზომას, რათა ახლო აღმოსავლეთში სიცოცხლისუნარიან მშვიდობას მიაღწიონ.

რუსეთის პენიტენციალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ქალი, რომელსაც ისრაელის და აშშ-ის მოქალაქეობა ჰქონდა და სასჯელს იხდიდა მოსკოვის რეგიონში, გაათავისუფლეს პატიმრობიდან 30 იანვარს. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაცპუტინმა შეიწყალა ნაამა ისახარი, რომელსაც შვიდ ნახევარი წელი მიუსაჯეს შარშან ოქტომბერში, ნარკოტიკის, 9 გრამი მარიხუანის, გადატანისთვის მოსკოვის აეროპორტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG