Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად


რუსეთმა ჩაკეტა საზღვარი ჩინეთთან ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იზოლირებას უკეთებს მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან იქნენ ევაკუირებული. ვირუსის დაავადებულ ადამიანთა შორის დახოცილთა რიცხვი ამ ეტაპზე 170-ია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა კაბინეტის სხდომაზე 30 იანვარს, რომ მსოფლიოში სიგრძით მეხუთე სახმელეთო საზღვარი დაუყოვნებლივ დაიკეტება. განკარგულება დღეს იქნა ხელმოწერილი და იწყება მისი განხორციელება, განაცხადა პრემიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევა აღრიცხული არ არის.

30 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსის დაავადებულ პირი აღირიცხა ტიბეტში, რაც ნიშავს, რომ ვირუსი ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ, 30 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოვლენილია ინფიცირების 1700-ზე მეტი ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში, დაავადდა 7711 ადამიანი. ეჭვი აქვთ კიდევ 12167 პაციენტის მიმართ.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების საერთო ჯამში 50-ზე შემთხვევაა გამოვლენილი ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ახალი სახეობის კორონავირუსი (2019-nCoV) დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG