Accessibility links

logo-print logo-print

უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია თურქული თვითმფრინავით განხორციელდება


საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქულ მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე.

თურქული საინფორმაცო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, რომ უჰანიდან თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად იგეგმება საქართველოს, ალბანეთისა და აზრებაიჯანის მოქალაქეთა ევაკუაციაც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს საქართველოს რამდენი მოქალაქის ევაკუაციაა დაგეგმილი.

თურქული საინფორმაციო წყაროს ცნობით ევაკუირებულ მოქალაქეებს კარანტინში გააჩერებენ.

ცნობის თანახმად, თურქული სამხედრო თვითმფრივანი ანკარის სამხედრო აეროდრომიდან ჩინეთში დღეს გაფრინდება. ბორტზე მედიკოსებიც იმყოფებიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას.

30 იანვრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 7 711 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე, დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG