Accessibility links

logo-print logo-print

ვაშაძე: აშშ-სთვის უკვე ნათლად დადასტურებულია, რომ "ოცნება" ემსახურება რუსულ ინტერესებს


გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების წერილები და განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნა პარტნიორების თვალში, როგორც პრორუსულმა ძალამ. მისი თქმით, „ქართული ოცნება" დამნაშავეა ქართული დემოკრატიის ხელყოფაში და განცხადებებიც ამიტომაა ასეთი მკაცრი:

„ამერიკისთვის უკვე ნათლად დადასტურებულია, რომ "ქართული ოცნება" ემსახურება რუსულ ინტერესებს და არა დასავლური ინტეგრაციის ინტერესებს საქართველოსი; მეორე, "ქართულმა ოცნებამ" ხელყო საქართველოს დემოკრატიული პერსპექტივა და მესამე, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, რაღა თქმა უნდა“.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ამერიკელი კონგრესმენებისთვის და სენატორებისთვის სტრატეგიული პარტნიორი დიდი შინაარსის მატარებელია და არა უბრალოდ ლიტონი სიტყვები.

საქართველოს მთავრობა ბოლო რამდენიმე კვირაა იღებს ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ წერილებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG