Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიას


რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაცია ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში. 2014 წ. 11 მარტი.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაცია ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში. 2014 წ. 11 მარტი.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციები შემოიღო შვიდი ადამიანისა და მოსკოვის კერძო სარკინიგზო კომპანიის წინააღმდეგ.

დღესვე ამ პირების მიმართ შეზღუდვები შემოიღო ევროკავშირმაც.

გარდა ამისა, სანქციები შეეხო კომპანია Grand Service Express-ს. ის რუსეთის მატერიკულ ნაწილსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს ქერჩის სრუტით.

სანქციები ნიშნავს, რომ გაიყინება ამ სიაში შემავალი პირებისა და კომპანიის აქტივები, რომლებსაც აშშ აკონტროლებს.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ყირიმში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა რეფერენდუმი და ნახევარკუნძულზე კონტროლი დაამყარეს რუსეთის სამხედროებმა. კიევი და დასავლეთის ქვეყნები ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ. მოსკოვი ნახევარკუნძულის მიერთებას „ისტორიული სამართლიანობის აღდგენას“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG