Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 200-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა


ჩინეთში 213-მდე გაიზარდა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV გარდაცვლილთა რიცხვი. 31 იანვრის დილის მონაცემებით, დადასტურებულია დაავადების 9 692 შემთხვევა.

ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა დაადასტურა იტალიამ. მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი ჩინელი ტურისტია დაავადებული. იტალიამ ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 15-ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით დაავადების საერთო ჯამში, ასამდე შემთხვევაა.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG