Accessibility links

logo-print logo-print

PACE რუსეთისგან მოითხოვს საქართველოში მცოცავი ანექსიის შეწყვეტას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის უკანონო ქმედებებზეც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გავლება და მცოცავი ანექსია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

30 იანვარს, სტრასბურგში მიღებული რეზოლუციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მიმართავს, გააუქმოს ყირიმის უკანონო ანექსია, შეწყვიტოს უკრაინის აღმოსავლეთში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერა და მთლიანად შეასრულოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

რუსეთის კატეგორიული წინააღმდგეობის მიუხედავად რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღეს - 49 მომხრე და 17 მოწინააღმდეგე.

რეზოლუცია ეფუძნება ევროპის საბჭოს წევრ ათ ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, თურქეთი და სერბია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG