Accessibility links

წინასწარი შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5.2% იყო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის თანახმად, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3.8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2%-ით განისაზღვრა.

ამავე დოკუმენტით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, ხოლო კლება - მშენებლობის სექტორში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG