Accessibility links

logo-print logo-print

ვიდეო: თურქული თვითმფრინავი უჰანიდან მოქალაქეთა საევაკუაციოდ გაფრინდა


ნახეთ ვიდეო აქ

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით ანკარის სამხედრო აეროდრომიდან ჩინეთში გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც თურქეთის მოქალაქეებთან ერთად უჰანიდან საქართველოს იმ მოქალაქეთა ევაკუაციასაც განახორციელებს, ვინც ამ შეთავაზებას დათანხმდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ.

თურქეთიდან ჩინეთში გაგზავნილ თვითმფრინავს ინფექციონისტები და სხვა სამედიცინო პერსონალი მიჰყვება.

31 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 9000-ზე მეტი მოქალაქე. 213-მდე გაიზარდა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG