Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობისთვის სასამართლომ "ოცნების" 3 წევრს გირაო შეუფარდა


თბილისის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ 3 დეპუტატს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5-5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმის პროკურორის თანახმად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ ბრალდებული დეპუტატები.

ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალი „ქართული ოცნების“ წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას პროკურატურამ ბრალი დღეს, 31 იანვარს წარუდგინა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები 24 იანვარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.

​ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება.

31 იანვარს ბრალი წარუდგინეს თბილისის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილსაც. მას ბრალად ედება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG