Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეფ ბორელი: აშშ-თან კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკების თაობაზე დაპირისპირება არ გვაქვს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა 31 იანვარს ბელგრადში განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ეჯიბრება აშშ-ს კოსოვოსა და სერბიას შორის დიალოგისთვის ხელშეწყობის საქმეში.
ბორელმა განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირის მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობენ.

ევროკავშირს შუამდგომლობით მოლაპარაკება ბელგრადსა და პრიშტინას შორის დაიწყო 2011 წელს, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან კოსოვოს ასპროცენტიანი საბაჟო გადასახადი დააწესა სერბული წარმოების საქონელზე. გასულ კვირაში აშშ-ის ელჩმა გერმანიაში, რიჩარდ გრენელმა, რომელიც უფლებამოსილი იყო წარგზავნილის სტატუსით ჩასულიყო ბალკანეთში, კოსოვოს და სერბეთს შორის ორი შეთანხმების მიღწევა შეძლო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სფეროში.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, თქვა ბორელმა თავისი პირველი სტუმრობისას ბალკანეთის რეგიონში. მისი განმარტებით, „ყველას ესმის, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეთანხმების გარეშე კოსოვო ვეგ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო, ეს მხოლოდო ვაშინგტონის ნებაზე არაა დამოკიდებული", განაცხადა ესპანელმა დიპლომატმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი მზად არის მოლაპარაკების განახლებისთვის, თუ კოსოვოს ასპროცენტიან საბაჟო გადასახადს გააუქმებს. ბორელმა გააფრთხილა სერბეთი, რომ უსწოროს თავისი, - ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკას, ბლოკის წევრობასთან დაახლოების ფონზე.

სერბეთმა უარი თქვა უკრაინაში მოსკოვის ქმედების გამო რუსეთისთვის სანქციების შემოღებაზე და აძლიერებს სამხედრო და პოლიტიკურ კავშირებს კრემლსა და ჩინეთთან.

„ჩემი მოვალეობა, ჩემი ამოცანა, ჩემი ძალისხმევა, ჩემი მიზანია ხელი შევუწყო მოლაპარაკებას კოსოვოსა და სერბეთ შორის“, თქვა ბორელმა 30 იანვარს კოსოვოს პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩისთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა: „რადგან პრობლემის მოგვარება მხოლოდ სერბეთსა და კოსოვოს შეუძლიათ ... და შედეგი მხოლოდ მათ შორის შეთანხმებით მიიღწევა, სხვა გამოსავალი არ არის“.

სერბიის ყოფილი ოლქის კოსოვოს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ 1998-1999 წლებში მოჰყვა სერბეთის არმიის სამხედრო კამპანია ოლქში, რის საპასუხოდაც ნატომ კონფლიქტის შესაჩერებლად წამოიწყო საჰაერო ოპერაცია ბელგრადის წინააღმდეგ.

სერბეთი და გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, რუსეთი და ჩინეთი არ აღიარებენ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. სერბეთის ყოფილი ოლქი აღიარებულ იქნა ასამდე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG