Accessibility links

logo-print logo-print

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს გირაო, 2000 ლარი, შეუფარდა


ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა თბილისი საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გირაო, 2000 ლარი, შეუფარდა. პროკურატურა 3000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების არგამოყენების შესახებ.

ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს ჩარტარდება.

აღკვეთის ღონისძიებად 5-5 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ, აგრეთვე, საკრებულოს სამ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“.

ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები 24 იანვარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოს სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.

​ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG