Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს


გაერთიანებული სამეფო შუა ევროპის დროით შუა ღამით ევროპის კავშირს ტოვებს. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკიდან გავიდა. ის 47 წლის განმავლობაში იყო ევროპის კავშირის წევრი. ევროპის კავშირი დაკარგავს ეკონომიკის 15 პროცენტს, სამხედრო სფეროში უდიდეს საფინანსო წყაროს და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი საფინანსო ცენტრს, ლონდონს.

ევროპის კავშირის დატოვება ხდება სამნახევარი წლის შემდეგ მას მერე, რაც ქვეყანაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელში მონაწილეთა 52 პროცენტმა დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლას - ბრექსიტს.

ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები, 48 პროცენტი არ მიემხრო ამ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთის დიდი ქალაქები ევროკავშირში დარჩენას უჭერდნენ მხარს, მაშინ, როცა მცირე ქალაქებს გასვლა სურდათ. ინგლისი და უელსი ბრექსიტის მომხრე იყვნენ, ჩრდილოეთ ირლანდია და შოტლანდია - წინააღმდეგი.

2016 წლის შემდეგ ლონდონი ინტენსიურ და მძაფრ მოლაპარაკებას მართავდა ბრიუსელთან, რაც, შარშან, შეთანხმებით დასრულდა. ბრექსიტის ძალაში შესვლის შემდეგ გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც, ბრიტანეთმა უნდა მოილაპარაკოს ევროკავშირის 27 წევს ქვეყანასთან ურთიერთობის პირობებზე.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა 31 იანვარს, რომ ეს მოლაპარაკება არ იქნება იოლი, მაგრამ აღნიშნა, რომ "გერმანია ბრიტანეთის ახლო პარტნიორი და მეგობარი დარჩება.“

ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი 31 იანვრის საღამოს, სიტყვით გამოვა ტელევიზიით და განაცხადებს, რომ „ბრექსიტი არა ბოლო, არამედ დასაწყისია“.

31 იანვარს ბრექსიტის მომხრეებმა ლონდონში დაწვეს ევროკავშირის დროშა. ლონდონში, ევროკავშირში დარჩენის მომხრე 200-300 დემონსტრანტს ბრექსიტის მომხრეებმა დასცინეს მათი მსვლელობის დროს დაუნინგ სტრიტზე, ევროკომისიის ოფისისკენ.

ბრიუსელში, ბრიტანეთის საელჩოდან ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ბრიტანეთი კავშირს ოფიციალურად დატოვებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG