Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძემ „მსოფლიოს თასზე“ სამი ოქროს მედალი მოიპოვა


ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 2020 წლის სეზონი რომში გამართული საერთაშორისო ტურნირი „მსოფლიოს თასით“ გახსნა და ჩემპიონის ტიტული ისე მოიპოვა, არც ერთი კონკურენტისთვის წარმატების მცირე შანსიც კი არ მიუცია.

მსოფლიოსა და ევროპის ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველ მოძრაობაში - აკვრაში - 200, 210 და 215-კილოგრამიანი შტანგები ასწია და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე სამივე ცდა გამოიყენა და ჩემპიონი გახდა მეორე მოძრაობაში - ატაცში - (235, 245 და 255 კგ), ორჭიდში კი ტალახაძემ 470 კილოგრამი მოაგროვა და უახლოეს მდევარს, რუს ანტონ სავჩუკს, 58 კილოგრამით გაუსწრო.

„მსოფლიოს თასზე“ საქართველოს ნაკრების წევრთაგან ასევე სამი ოქროს მედალი მოიპოვა ანატოლი პლესნოიმ. შოთა მიშველიძე სამ ვერცხლს დასჯერდა, გოგა ჩხეიძის ანგარიშზე კი აკვრასა და ორჭიდის ჯამში მოპოვებული ბრინჯაოს მედლებია.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რომის ტურნირის შედეგების გათვალისწინებით გადაანაწილებს ნაკრებებზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG