Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ ხმოვან გზავნილს დეზინფორმაციას უწოდებს 


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ეხმაურება უკანასკნელ საათებში კორონავირუსის შესახებ სოციალური ქსელებით ქართულ ენაზე გავრცელებულ ხმოვან გზავნილს და მას „სრულიად დაუსაბუთებელს, უპასუხისმგებლოს და დანაშაულებრივს" უწოდებს.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:

ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ, მოსახლეობას ნუ აჰყვება პანიკას!

საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

NCDC-ის შეფასებით, გავრცელებული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!

„ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ:
არ აჰყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!", - ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG