Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ნუ თესავთ პანიკას!


პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა, - უთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრი კონტროლდება, ხოლო თუ დაავადების შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა შესაბამისი, საერთაშორისო სტანდარტების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად. „ნუ მიეცემით პანიკას, იმიტომ რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს საზოგადოებრივ აზრს, უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციასა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. გთხოვთ, მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ ინფორმაცია. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭვირვალე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა კორონავირუსის შესახებ სოციალური ქსელებით ქართულ ენაზე გავრცელებულ ხმოვან გზავნილს და მას სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი დეზინფრომაცია უწოდა. „არ შეიძლება ხალხის ფაქიზ გრძნობებზე თამაში განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც მოსახლეობაში ისედაც არის მღელვარება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG