Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათის ეროვნული სააგენტო სახაჭაპურეებს ამოწმებს


სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. ამ შემოწმებისას განსაკუთრებული აქცენტი ხაჭაპურის საცხობებზე გაკეთდება. შემოწმების ძირითადი მიზანი წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენაა. „ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ და დასძინა, რომ შემოწმება ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, თბილისის მასშტაბით უკვე შემოწმდა 32 ობიექტი. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ნიმუშები აიღეს ლაბორატორიული კვლევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG