Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დროებით არ უშვებენ უცხოელებს, რომლებმაც უკანასკნელ ხანებში ჩინეთში იმოგზაურეს


აშშ-მა ქვეყანაში შესვლაზე დროებითი აკრძალვა დააწესა უცხოელებისთვის, რომლებმაც უკანასკნელ ხანებში ჩინეთში იმოგზაურეს.

გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონეთათვის და აშშ-ის მოქალაქეთა ოჯახის წევრებისთვის. შეზღუდვები შემოღებულ იქნა ჩინეთიდან მომდინარე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სტუმრობდნენ ჩინეთის პროვინცია ჰუბეის, საიდანაც დაიწყო გავრცელება კორონავირუსმა, ორკვირიან კარანტინში გაიგზავნებიან. ეს უკვე გაკეთდა ქალაქ უჰანიდან ევაკუირებული ორასამდე ამერიკელის შემთხვევაში.

გარდა ამისა, აშშ-მა მკვეთრად შეზღუდა ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა, რომელიც აშშ-ის მხოლოდ შვიდი აეროპორტიდან განხორციელდება. რიგმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს ჩინეთში რეისები.

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, არ იმოგზაურონ ჩინეთში.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა შაბათს 259-ს მიაღწია. ერთ დღე-ღამეში მსხვერპლის რიცხვი თითქმის 50-ით გაიზარდა. დადასტურებულია დაავადების თითქმის 11 800 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG