Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯღალოსნებმა“ თბილისში რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს


ფოტოზე თედო აბჟანდაძე
ფოტოზე თედო აბჟანდაძე

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა. „ბორჯღალოსნებმა“ „დინამოარენაზე“ უმასპინძლეს უმთავრეს კონკურენტს, რუმინეთს, და მოუგეს 28-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 41:13.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სულ ექვსი ლელო გაიტანა. აქედან ორი დავით კაჭარავას ანგარიშზეა. თითოჯერ შეიტანეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში თედო აბჟანდაძემ, მირიან მოდებაძემ, ბექა გიგაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ძლევით კიდევ ერთხელ შეინარჩუნა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც ამ ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრებში თამაშდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას ქართველი მორაგბეები 9 თებერვალს გამართავენ მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG