Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნების ლიგამ უკუაგდო ტრამპის „უსამართლო“ სამშვიდობო გეგმა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

არაბული ქვეყნების ლიგამ „უსამართლო“ უწოდა და უკუაგდო ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა. პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა კი განაცხადა, რომ ამ შეთანხმების თაობაზე ყოველგვარ კავშირს წყვეტს ისრაელთან და აშშ-სთან.

1 თებერვალს გამოქვეყნებულ დასკვნით განცხადებაში, რომელსაც წინ უძღოდა საგანგებო შეხვედრა კაიროში, არაბული ქვეყნების ლიგა ამბობს, რომ გეგმა „არ შეესაბამება პალესტინელი ხალხის მინიმალურ უფლებებსა და მოლოდინებს“.

ლიგამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესი უნდა ემყარებოდეს ისრაელის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას 2002 წლის ინიციატივის შესაბამისად, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთი იერუსალიმი პალესტინელთა დედაქალაქი უნდა იყოს.

არაბული ქვეყნების ლიგის შეხვედრაზე გამოსვლისას მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ტრამპის გეგმა არღვევს ისრაელსა და პალესტინელებს შორის 1993 წელს ოსლოში მიღწეულ შეთანხმებას.

ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ისრაელის კონტროლს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და იორდანეს ველზე, ასევე იერუსალიმის ძირითად წმინდა ადგილებზე.
ის პალესტინელ ლტოლვილებს დაბრუნების უფლებას არ ანიჭებს, მაგრამ გამოდის ორი სახელმწიფოს შექმნის მოწოდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG