Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ორმა უდიდესმა პარტიამ ახალი მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწია


ალბინ კურტი (მარცხნივ) და ისა მუსტაფა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ალბინ კურტი (მარცხნივ) და ისა მუსტაფა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კოსოვოს ორმა უდიდესმა პარტიამ ახალი მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწია საყოველთაო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ. შეთანხმებას 2 თებერვალს მოაწერეს ხელი ნაციონალისტური პარტია „თვითგამორკვევის“ ლიდერმა ალბინ კურტიმ და მემარჯვენე-ცენტრისტული კოსოვოს დემოკრატიული ლიგის თავმჯდომარემ, ისა მუსტაფამ.

საერთო ჯამში, 6 ოქტომბრის არჩევნებში მათ 61 ხმა მოიპოვეს და მცირე უმრავლესობა აქვთ პარლამენტში. მაგრამ კოსოვოს კონსტიტუციის თანახმად, კოალიციურ მთავრობაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა შედიოდეს. ახალ კოალიციაში შედიან ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ სერბებს, თურქებს, ბოსნიელებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას“, განაცხადა მუსტაფასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კურტიმ. „მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გარიგებაა, ის შეესაბამება იმ ცვლილებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში“, თქვა კურტიმ.

კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებები სამთავრობო თანამდებობების გამო გაჭიანურდა რამდენიმე თვე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG