Accessibility links

logo-print logo-print

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ორშაბათს თეირანში ჩავა


ჟოზეპ ბორელი

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ორშაბათს თეირანში ჩავა, იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბორელი შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს და ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

ბორელის მოგზაურობას განიხილავენ, როგორც ევროკავშირის მცდელობას, გადაარჩინოს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს ქვეყნებსა და ირანს შორის 2015 წელს მიღწეული შეთანხმება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წელს ცალმხრივი წესით გამოვიდა შეთანხმებიდან და კვლავ დაუწესა ირანს სანქციები. შეთანხმების დანარჩენმა ხუთმა მონაწილემ - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა - განაცხადა, რომ შეთანხმებას შეინარჩუნებს. თეირანმა ეტაპობრივად თქვა უარი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე.

მას შემდეგ, რაც იანვრის დამდეგს აშშ-მა მოკლა ირანის მაღალი რანგის გენერალი ყასემ სოლეიმანი, ირანმა გამოაცხადა, რომ აღარ დაიცავს შეზღუდვებს იმის თაობაზე, თუ რამდენი ცენტრიფუგის გამოყენება შეუძლია ურანის გასამდიდრებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG