Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში დანით შეიარაღებულმა ქალმა ორი ადამიანი დაჭრა


პოლიციამ ბელგიის ქალაქ გენტში დააკავა ქალი, რომელიც თავს დაესხა გამვლელებს და დანით დაჭრა ორი ადამიანი. ბელგიური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მეჩეთის მახლობლად მოხდა.

დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს და თავდასხმას ტერორიზმს ჯერჯერობით არ უკავშირებს.

2 თებერვალს, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ლონდონში დაჭრა სამი ადამიანი. ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

ბრიტანული მედიასაშუალებების ცნობით, თავდასხმა განახორციელა 20 წლის სუდეშ ამანმა, რომელიც ისლამისტური პროპაგანდის გავრცელების გამო იყო გასამართლებული და 3 წლით და 4 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. იანვრის ბოლოს ამანი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. ლონდონში მომხდარ თავდასხმას პოლიცია ტერაქტად განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG