Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა


კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთიდან ჩინეთში. „რუსეთის რკინიგზის“ინფორმაციით, დღეიდან, 3 თებერვლიდან მატარებლები აღარ ივლიან მოსკოვი-პეკინის და ჩიტა-პეკინის მიმართულებით. გადაწყვეტილების საფუძველია რუსეთის სახელმწიფო სანიტარული ექიმის მითითება.

1 თებერვლიდან რუსეთმა ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლაც შეაჩერა და შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთთან საზღვარი დაკეტა. გასულ კვირაში, რუსეთში დადასტურდა კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევა. ბაიკალის მხარესა და ტიუმენის ოლქში ვირუსი აღნოაჩნდა ჩინეთის ორ მოქალაქეს.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

3 თებერვლის დილის მდგომარეობით, ჩინეთში ვირუსით გარდაიცვალა სულ 361 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევებია მსოფლიოს კიდევ ოცზე მეტ ქვეყანაში. ჩინეთის საზღვრებს გარეთ პირველი ლეტალური შედეგი 2 თებერვალს, ფილიპინებზე დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG