Accessibility links

logo-print logo-print

იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 5.9%-ით გაიზარდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 5.9 პროცენტიანი ზრდაა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 2.3 პროცენტიანი მატებაა და ამ ჯგუფის წვლილმა იანვრის ინდექსში 0.76 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (8.6 პროცენტი);

რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი);

ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი);

ხილი და ყურძენი (3.0 პროცენტი);

ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი);

ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი).

ფასები 1.2 პროცენტით შემცირდა მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელების და ნატურალური წვენების ქვეჯგუფში.

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირებულია1.8 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

დასვენების, გართობის და კულტურის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში (+11.3 პროცენტი), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო(+11.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (+4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (+3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (+2.9 პროცენტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG