Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქერელი მოზარდები მეზობელი სოფლის სკოლაში დაბრუნდნენ


სოფელ ქერეს მცხოვრებთა საპროტესტო აქცია. 2020 წლის 27 იანვარი
სოფელ ქერეს მცხოვრებთა საპროტესტო აქცია. 2020 წლის 27 იანვარი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მცხოვრები მოსწავლეები მეზობელი მერეთის სკოლას დაუბრუნდნენ. მშობლებმა შვილების სკოლაში გაშვება იანვრის ბოლოს შეწყვიტეს, რადგან, მათი განცხადებით, მერეთის სკოლის საკლასო ოთახებში გათბობის პრობლემა იყო და ბავშვებს გაკვეთილებს დერეფანში უტარებდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტროგამათბობლები შეიძინა და ქერელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ქერეს სკოლა შენობის ავარიულობის გამო, 2019 წელს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაიხურა. ქერელი ბავშვები გადაიყვანეს მეზობელი სოფლის, მერეთის სკოლაში, სადაც კიდევ სამი სოფლის - გუგუტიაანთკარის, კოშკას და ზარდიაანთკარის მოზარდები სწავლობენ.

ქერეში ახალი სკოლის აშენება იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლითაც ამ სოფლის მოსახლეობამ 27 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG