Accessibility links

logo-print logo-print

მაიკ პომპეო უზბეკეთში მართავს შეხვედრებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან


მაიკ პომპეო (მარცხნივ) და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ ქამილოვი. ტაშკენტი, 2020 წ. 3 თებერვალი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ტურნეს მართავს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, იმყოფება ტურნეს უკანასკნელ ქვეყანაში, უზბეკეთში, სადაც შეხვედრებს მართავს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ ქამილოვმა ტაშკენტში 3 თებერვალს პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს აშშ-სთან თავისი მოქმედებების კოორდინაციას მეზობელ ავღანეთთან დაკავშირებით, ასევე გააფართოებს ურთიერთობებს სხვა სფეროებშიც.

„ვაშინგტონმა აღიარა უზბეკეთის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც მან შარშან მიაღწია რელიგიის თავისუფლების, იძულებითი და ბავშვთა შრომის, ადამიანის უფლებების, ასევე სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობების შექმნის სფეროში“, განაცხადა ქამილოვმა.

დღეს პომპეო მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ შავქათ მირზიოევთან და მონაწილეობას მიიღებს “C5+1” შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობენ ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

„ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე, ვისაუბრებთ ამ ქვეყნებში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გარდაქმნან ამ ხალხებმა საკუთარი ქვეყნები პოლიტიკური თავისუფლებების, ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით“, თქვა პომპეომ ადრე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG