Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა იკისრა ლონდონში კვირას მომხდარი თავდასხმისთვის


ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ლონდონში გამვლელებზე დანით თავდასხმისთვის, რაც გუშინ ჩაიდინა 20 წლის სუდეშ ამანმა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი ამ დაჯგუფების „მეომარი“ იყო, მისი მოქმედება კი დაკავშირებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის ამასწინანდელ მოწოდებასთან, ტერაქტები მოაწყონ იმ ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ჯიჰადისტებს ებრძვიან სირიასა და ერაყში.

კვირას სამხრეთ ლონდონში, სტრეტჰემის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თავდამსხმელი. გამოძიება ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG