Accessibility links

site logo site logo

დააპატიმრეს ბულგარელი აზარტული თამაშების „მეფე“ ვასილ ბოჟკოვი


ვასილ ბოჟკოვი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააპატიმრეს ბულგარელი აზარტული თამაშების „მეფე“ ვასილ ბოჟკოვი. ბულგარეთში მას ბრალი ედება გადასახადებისთვის თავის არიდებაში, მოქრთამვის მცდელობასა და ორგანიზებულ დანაშაულში. ამის თაობაზე 2 იანვარს განაცხადა ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა ივან გეშევმა. ბოჟკოვი ორ სხვა ეჭვმიტანილთან ერთად დააპატიმრეს.

ბულგარეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, 63 წლის ბოჟკოვი, ბულგარეთის აზარტული თამაშების ბიზნესში დომინირებდა კომუნიზმის დამხობის შემდეგ, 1990-იანი წლების დამდეგიდან.

ვარაუდობენ, რომ მისი ქონება 1,35 მილიარდი დოლარი ღირს. მისი აქტივები მოიცავს ქვეყნის უდიდეს ლატარიას, ასევე ლატარიის წილს საქართველოში, წილს საფეხბურთო კლუბ „ლევსკიში“ და სიძველეებისა და სურათების მდიდარ კოლექციას.

გასულ კვირაში ბოჟკოვს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდება შვიდი მუხლით, მათ შორის, ბრალი დასდეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერობაში, კანონის დარღვევისკენ წაქეზებასა და გამოძალვაში.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოჟკოვმა თავი აარიდა 317 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების გადახდას, რაც მის ლატარიის კერძო კომპანიებს უკავშირდება 2014 წლიდან მოყოლებული.

ბოჟკოვმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მას ყველაფერი გადახდილი აქვს კანონის შესაბამისად და დასძინა, რომ თუკი რაიმე არა აქვს გადახდილი, სახელმწიფომ შეიძლება უკანა რიცხვით მოსთხოვს ნაკლული თანხის ანაზღაურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG