Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია - მეხანძრეებმა ქალის და 4 ბავშვის ცხედარი აღმოჩინეს


ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს ბაღდათში საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

„ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრეებმა 5 ცხედარი აღმოაჩინეს - ერთი ქალის და ოთხი არასრულწლოვნის“, - თქვა პრესსამსახურის წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, ჯგუფი ადგილზე გამოძახებიდან 2 წუთში მივიდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG