Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტს იწყებს


დღეს, 4 თებერვალს იწყება აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და ამერიკელ ექსპერტებთან. ვიზიტი 7 თებერვალს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG