Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

427-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი


მგზავრები ჰონ-კონგის რკინიგზის სადგურში
მგზავრები ჰონ-კონგის რკინიგზის სადგურში

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა ჰონ-კონგში, რომელსაც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს. გარდაცვლილია 39 წლის მამაკაცი, რომელმაც ეპიდაფეთქების ეპიცენტრი, ჩინეთის ქალაქი უჰანი 21 იანვარს დატოვა.

მანამდე დადასტურებული იყო ჩინეთში კორონავირუსით სულ 425 ადამიანის გარდაცვალება. ვირუსმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ფილიპინებზეც. შესაბამისად, 4 თებერვლის დილის მდგომარეობით, სულ დადასტურებულია 427 ლეტალური შედეგი.

ჩინეთის ხელისუფლებამ 3 თებერვალს, საღამოს განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 3235-ით გაიზარდა. სულ დაფიქსირებულია 20438 შემთხვევა.

კორონავირუსით დაავადების საერთო ჯამში, ორასამდე შემთხვევა დადასტურებულია მსოფლიოს კიდევ 25-მდე ქვეყანაში.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა ამ პროვინციაში დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG