Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალში გარდაცვლილი რუსი მრჩევლის და მისი ცოლის ცხედრები ვლადიკავკაზში გადაასვენეს


ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთში, ვლადიკავკაზში გადაასვენეს დე ფაქტო მთავრობის რუსი მრჩევლის, იგორ გალის და მისი ცოლის ცხედრები. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზს ვლადიკავკაზის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს.

იგორ გალის და მისი ცოლის ცხედრები ცხინვალის ცენტრში, მათ მიერ ნაქირავებ ბინაში 3 თებერვალს, საღამოს აღმოაჩინეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი გაზის გაჟონვაა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ წერს, რომ რუსეთმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იგორ გალი ცხინვალში 2016 წელს მიავლინა ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის საკითხებში მრჩველის სტატუსით და ადგილობრივ მთავრობას ნორმატიული ბაზის შექმნაში ეხმარებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG